"სომხები ჩვენს წინააღმდეგ თავ მოიკლავენ" | 7:0 | - რა ხდებოდა 1997 წლის საქართველოსა და სომხეთის მატჩის წინ "სომხები ჩვენს წინააღმდეგ თავ მოიკლავენ" | 7:0 | - რა ხდებოდა 1997 წლის საქართველოსა და სომხეთის მატჩის წინ » Footballnews "სომხები ჩვენს წინააღმდეგ თავ მოიკლავენ" | 7:0 | - რა ხდებოდა 1997 წლის საქართველოსა და სომხეთის მატჩის წინ
გათიშვა

"სომხები ჩვენს წინააღმდეგ თავ მოიკლავენ" | 7:0 | - რა ხდებოდა 1997 წლის საქართველოსა და სომხეთის მატჩის წინ

"სომხები ჩვენს წინააღმდეგ თავ მოიკლავენ" | 7:0 | - რა ხდებოდა 1997 წლის საქართველოსა და სომხეთის მატჩის წინ
1 თვის წინ
გიორგი სოხაძე

1997 წლის 30 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტაიონზე ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა.

იმ დროს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული დავით ყიფიანი იყო.

მატჩამდე თითქმის 1 თვით ადრე დავით ყიფიანმა რესტორან "ბერიკონში" პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს საჯაროდ გაესაუბრა:

"ნაკრების ძირითადი ჩონჩხი გამოკვეთილია. ისეთ ფეხბურთელებზე უარის თქმის უფლება და საშუალება არ გვაქვს, როგორებიც ქინქლაძე, შოთა არველაძე, ქეცბაია, ნემსაძე, ცხადაძე და შელია არიან… არ გავაგრძელებ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, სანამ ახალგაზრდები მათ კონკურენციას გაუწევენ, თუმცა ახლავე ვიტყვი, რომ კონკურენცია აუცილებლად იქნება და თან, ძალიან მაღალი
მინდა სწორად გამიგოთ: თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მე კი ერთი. ყველა ჟურნალისტის სურვილი რომ დავაკმაყოფილო და სულ ცოტა თხუთმეტი წუთი ველაპარაკო, გუნდთან მუშაობის საშუალება არ მექნება. სწორი ფორმა უნდა გამოვნახოთ, რათა ერთად შევიკრიბოთ…
აქვე გთხოვთ, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არცერთ ფეხბურთელთან ინტერვიუ არ დაიბეჭდოს, თორემ მე თქვენ ვერაფერს მოგიხერხებთ, მოთამაშეს კი დავსჯი. არცერთ თქვენგანს არც ვარჯიშზე დასწრებას დავუშლი და არც სხვა რამეს, თუმცა, შესაძლოა, ერთი ვარჯიში დახურულიც იყოს“.

სომხეთთან მატჩისთვის სრულფასოვნად მზადება 28 მარტს დაიწყო. შეკრებაზე თემურ ქეცბაიას გარდა ყველა ლეგიონერი იყო. ქეცბაია ნაკრებს 29 მარტს შეუერთდა.

შეკრების პირველ დღეს ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი კახა ცხადაძემ გააკეთა:

"სომხური ფეხბურთი კარგად ვიცი, თავს მოიკლავენ ჩვენთან, მაგრამ მაინც უნდა დავამარცხოთ. ისე, არარატისთვის გოლიც გამიტანია ერევანში".

საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა მეტოქე გაანადგურა. გოლები ასე გადანაწილდა: შოთა არველაძე (3), გიორგი ქინქლაძე, აჩი არველაძი (2), მიხეილ ყაველაშვილი.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ