20 მარტს საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, რომ უშუალოდ ამ შეხვედრაში მონაწილეობას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებენ.
შეიძლება ითქვას, გუნდს 2 გამორჩეული ლიდერი აკლდება.
მთავარი დანაკლისი მაინც ხვიჩას არ ყოფნაა.
შესაძლოა მას თამაში არ მისდიოდეს, თუმცა 2-3 მცველი მას სულ თან დაჰყვება, რაც შეტევაში სივრცეებს ხსნის.
ვილი სანიოლი ალბათ ტაქტიკას არ შეცვლის, გიორგი მიქაუტაძე სასტარტოდან დაიწყებს, თუმცა ვინ იქნება მისი მეწყვილე კვარას არ ყოფნაში?
ბუდუ ზივივაძე, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გულიაშვილი - ასეთია ფრანგი სპეციალისტის არჩევანი.
ბოლო პერიოდში ბუდუ შესანიშნავ ფორმაში შევიდა, მან ბუნდესლიგის ზედიზედ 2 შეხვედრაში გაიტანა.
გულიაშვილი მთელი სეზონია მაღალ დონეზე თამაშობს და "სარაევოს" წამყვანი ფიგურაა.
ასევე გუნდში ლიდერობს ზურიკო დავითაშვილიც, რომელსაც "სენტ-ეტიენში" კარგი სეზონი აქვს.
მთავარი არჩევანი მაინც ზურიკოსა და ბუდუს შორის გაკეთდება, რადგან გულიაშვილს დებიუტი ჯერაც არ ჰქონია. აქ გამოცდილების ფაქტორი მეტყველებს.
თუ მათაც შევადარებთ, კვარას პირდაპირი შემცვლელი უფრო ზურიკო უნდა იყოს, რადგან ხვიჩას სტილთან ის უფრო ახლოსაა ვიდრე ბუდუ.
დავითაშვილის სასტარტოში ყოფნის შემთხვევაში შეტევის წამოწყებისა და განვითარების როლი, რაც კვარას აქვს, მას ექნება.
თუმცა თუ სასტარტოდან ბუდუ დაიწყებს, შესაძლოა ეს როლი მიქაუტაძემ მოირგოს და დამაგვირგვინებელი ზივიზვაძე იყოს.
არჩევანი, რა საკვირველია, სანიოლზეა. თუ ის კვარას შეცვლას მისი სტილის ფეხბურთელით გადაწყვეტს, სასტარტოში ალბათ დავითაშვილს ვიხილავთ. ხოლო თუ ვილი სხვაგვარად მოიფიქრებს სასტარტოში ბუდუს უნდა ველოდოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ