UEFA-ს ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი ორრაუნდიანი პლეი-ოფის საწყის მატჩში, 20 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს სტუმრად შეხვდება. მეზობელი ნაკრებები სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ითამაშებენ.
პრინციპული მატჩის წინ, "არარატ არმენიას" მთავარი მწვრთნელი, ედგარ ტოროსიანი ოპტიმისტურადაა განწყობილი. proffootball-თან საუბარში ტოროსიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერევანში გაიმარჯვებს, თბილისში კი მატჩი ფრედ დასრულდება.
ამ ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის ინტენსიური და საინტერესოა. სომხეთს ახალი მთავარი მწვრტნელი ჰყავს და ეს 2 მატჩი მისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა კარგად გაიცნოს ჩვენი ნაკრების მოთამაშეები.
მისასალმებელია, რომ ტიგრან ბარსეგიანი დაგვიბრუნდა. ის ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება. მატჩის შედეგზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება - ვთვლი, რომ ცოტა გოლი გავა. ერევანში გავიმარჯვებთ, თბილისში კი მატჩი ფრედ დასრულდება.
- ედგარ ტოროსიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის B-დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 23 მარტს "დინამო არენაზე" შედგება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ