სომხეთთან მატჩამდე 1 დღით ადრე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.
წარმოგიდგენთ ფრანგი სპეციალისტის კომენტარს:
"ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.
ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იგივე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია.
შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.
სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს.
ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენს გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ