ჯანლუიჯი დონარუმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლა ვენტოლას ესაუბრა.
იტალიის ნაკრების და პარი სენ-ჟერმენის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იუთუბ გადაცემის, Viva El Futbol-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა.
"კვარაცხელია ბრწყინვალე ბიჭია. პსჟ-ში გადმოსვლამდე რაღაცებზე ველაპარაკე, ვუთხარი, თუ რამე სჭირდებოდა, ჩემთვის მოეწერა. შემდეგ ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაკვირვებულმა კითხა: "შენ ნეაპოლიტანელი ხარ?" (იცინის).
"კლასით სხვებზე მაღლა დგას, ეს ვარჯიშებზეც ადვილი შესამჩნევია", - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ნაპოლდიან 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.