სერია ა-ს გასული ტურის მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილში ვითარება ძალიან დაიძაბა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "ნაპოლისა" და მილანის "ინტერს" 71-71 ქულები აქვთ.
ამ სიტუაციაზე ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა, სანდრო საბატინიმ ისაუბრა.
მან გუნდების პერფორმანსები შეაფასა და "პარტენოპეიზე" საუბრისას კვარაცხელიას ტრანსფერსაც შეეხო:
"ინტერი" დამარცხდა, რაც უფრო გადაღლილობის ბრალია. "ნაპოლიზე" უკეთ ითამაშა. უკანასკნელ ხანს "ნერაძურის" მატჩების ბოლო 20 წუთში პრობლემები ექმნება. ახლა კვარას გაყიდვა კონტესთვის გუნდიდან წასვლის საბაბია. ის ამბიციური და სამართლიანია, მაგრამ კლუბის, ფეხბურთელების და გულშემატკივრების მიმართ პატივისცემა აკლია. ნეაპოლში თავს ბედნიერად გრძნობს, საქმეს კარგად აკეთებს, ამაზე არავინ დავობს.
კვარა გაასხვისეს, თუმცა კონტეს უკვე უთხრეს, რომ ტრანსფერის ფულით ფეხბურთელებს დაიმატებენ. ეს ანტონიოს მხრიდან ღალატს ჰგავს და თითქოს სხვა გუნდში წასვლა სურს. მან თქვა, რომ შეუძლებელს აკეთებს, თუმცა ეს მანამდე სხვებმაც შეძლეს. დიახ, "კვარა" გაყიდეს, მაგრამ ბონჯორნო 40 მილიონ ევროდ, მაკტომინეი, ლუკაკუ, ნერესი, მარინი, აგრეთვე სხვები 30-30 მილიონად შეიძინეს".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
