ინგლისური მედიის, Leeds AllOver-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა „ლიდს იუნაიტედმა“ თვალი „უოტფორდის“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს დაადგა.
წყაროს ცნობით, ინგლისის სამგზის ჩემპიონი მომავალი სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე საინტერესო კანდიდატს ამზადებს – საუბარია „იფსვიჩის“ 25 წლის მცველ ბენ ჯონსონზე, „სანდერლენდის“ 19 წლის ტალანტზე ჯობ ბელინგემზე (ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა) და ჩაკვეტაძეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში გამორჩეული არ არის (2 გოლი და 6 ასისტი), გამოცემა ხაზს უსვამს მის ძლიერ მხარეებს – მაღალი კლასის დრიბლინგი, ტექნიკა და ის, რომ მეტოქე გუნდის ქომაგებზე ხშირად ახდენს შთაბეჭდილებას. „ლიდსისთვის“ ასეთი შემტევი პრემიერ ლიგაში გამოსადეგი და საჭირო რესურსია – ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი იმედოვნებს, რომ გუნდს ლიდერების შენარჩუნება, მათ შორის ჩაკვეტაძის დატოვება, შეძლებს.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტით 2029 წლამდეა დაქვემდებარებული, ხოლო Transfermarkt მისი ღირებულებას ამჟამად 4 მილიონ ევოდ აფასებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
