ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორხესმა გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი კლუბს სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
„გაძლიერებებთან დაკავშირებით ერთ სახელს არ დავასახელებ — მისი წარმოთქმა არც ისე იოლია“, — იხუმრა ბორხესმა.
„სოციალურ მედიაში ბევრი კითხულობდა, როგორ უნდა დავაწეროთ მისი გვარი მაისურზე მოკლედ — ეს, ალბათ, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა იყო“.
ბორხესის თქმით, ქოჩორაშვილით „სპორტინგი“ გარკვეული ხნის წინ დაინტერესდა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველი არა მხოლოდ ტექნიკით გამოირჩევა, არამედ ძლიერი ხასიათითაც.
„ის ისეთ ტიპის მოთამაშეა, რომელიც გუნდს კონკურენტუნარიანობას მატებს. საყრდენად თამაშობს, მაგრამ შეტევაში ჩართვაც შეუძლია და გოლებიც გააქვს. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ქოჩორაშვილი ჩვენთვის ფასეული ფიგურა გახდება. ძალიან მახარებს, რომ მისი დამატება შევძელით და ახლა ის 'სპორტინგის' ფორმას მოირგებს“, — დასძინა ბორხესმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
