ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლასა და ამ ტრანსფერში საფეხბურთო მენეჯერის, ლევან სეთურიძის როლზე ისაუბრა.
„ლევან სეთურიძემ საქართველოსთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთა. „ლივერპული“ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი და გრანდია, გიორგი მამარდაშვილი კი ახალი სეზონიდან ამ გუნდის წევრი გახდება.
არიან მეკარეები, რომლებიც ისეთი რანგის ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, მაღალ დონეზე ერთ ან ორ შეხვედრას ატარებენ. გიორგიმ კი მთელი ევრო 2024 უმაღლეს დონეზე ითამაშა.
თუმცა, გამიკვირდა, რომ ესპანურმა გრანდებმა, „ბარსელონამ“ და მადრიდის „რეალმა“ ასეთი მეკარე ხელიდან გაუშვეს, რადგან ორივე გუნდს მეკარეების პრობლემა აქვთ.
საერთოდ, კარგია, რომ გიორგის ალისონის მსგავსი მეკარე ეყოლება გვერდში, რადგან მისგან ბევრს ისწავლის. თან მეკარეებს, იცით, როგორი ურთიერთობა აქვთ? რაც არ უნდა კონკურენცია ჰქონდეთ, ერთმანეთთან მაინც ძმებივით არიან“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
