16 მაისს თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ერთმანეთს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები და „ბარსელონას“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან, კატალონიური მხარე სტუმრობის წინ გარკვეული პირობით გამოვიდა — ქართველთა გუნდში 40 წლამდე ასაკის ფეხბურთელებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
როგორც არჩილ არველაძემ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, ეს იყო ესპანელების კონკრეტული თხოვნა, თუმცა მათგან შეღავათი სთხოვეს:
„მოედანზე ორად ორი შედარებით ახალგაზრდა ასაკის მოთამაშის დაშვება ვთხოვეთ. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი ჯერაც ახლახან დაემშვიდობა დიდ ფეხბურთს, ხოლო ქართველები, ძირითადად, უკვე კარგა ხანია აღარ თამაშობენ და გარკვეული სხვაობა იგრძნობა.“
არჩილ არველაძემ კომენტარში ისიც თქვა, რომ ბილეთების მიმართ დიდი ინტერესია: „მომზადება უკვე დაწყებულია. ბილეთების სოლიდური ნაწილი – დაახლოებით 17 ათასი უკვე გაყიდულია. პროექტის ორგანიზატორები, რომლებმაც გასულ წელს ბათუმში „ინტერის“ ლეგენდები ჩამოიყვანეს, ამჯერად ისეთ შემადგენლობას ამზადებენ, რომელიც გულშემატკივარს ამდვილად გაახარებს.“
მისივე თქმით, „ბარსელონას“ რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც 2015 წელს თბილისში ევროპის სუპერთასზე ითამაშეს და ისინი პოზიტიურად შეხვდნენ მოწვევას — უკვე დაადასტურეს, რომ თბილისში ჩამოვლენ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
