თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უეფა-ს მე-4 კატეგორიის 70 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი აშენდება.
მშენებლობის დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 15 აგვისტოს გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის განცხადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 876 მლნ ლარია.
ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სტადიონის მაკეტიდან დეტალებსა და სპეციფიკაციებს, რომლებითაც ახალი არენა იქნება წარმოდგენილი.
გენერალური გეგმა ითვალისწინებს ახალი სტადიონის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, როგორც ღონისძიებების დღეებში, ისე სხვა დროს. ეს კი გულისხმობს, რომ უშუალოდ სპორტული მოვლენების გარდა, არენა ადაპტირებული იქნება და მასზე შესაძლებელია გაიმართოს:
კონცერტები;
ფესტივალები;
საცეკვაო ღონისძიებები და წვეულებები;
კულტურული ღონისძიებები;
საზოგადოებრივი ღონისძიებები;
კორპორატიული ღონისძიებები;
სხვადასხვა ტიპის შეხვედრები;
დაჯილდოვებები;
კონფერენციები;
გამოფენები;
სტადიონისა და მუზეუმის ტური
როგორც აღვნიშნეთ, სტადიონის სრული ტევადობა 70 000 იქნება, მათგან 65 410 ადგილი ჩვეულებრივი მაყურებლების სეგმენტისთვის არის გამოყოფილი, ხოლო 5 840 პრემიუმ ადგილების სეგმენტია.


განვმარტოთ, რომ პრემიუმ მაყურებელი შესაბამისი მაყურებლის სეგმენტის ყველა ვიზიტორს მოიცავს. ეს სეგმენტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ VIP მაყურებლებით, სპონსორების სტუმრებით და კორპორატიული სტუმრებით.
გვირაბების კლუბი მაყურებლებს უნიკალურ კულისებში მუშაობის გამოცდილებას სთავაზობს, სადაც მოთამაშეთა გვირაბის პირდაპირი ხედი იშლება. მდიდრული რესტორანი სხვადასხვა დასაჯდომი ადგილებით, ხედით მოთამაშეთა გვირაბზე და მის პირდაპირ მიმდებარედ.
წყარო: BPN.GE
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ