გავის ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა.
დაზიანება არის მუხლის იმავე ნაწილში, სადაც ფეხბურთელმა წინა ACL-ს ტრავმა მიიღო.
გავი გამოტოვებს მატჩს „რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ და სავარაუდოდ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ გაფრინდება.
ტრავმის სიმძიმის დასადგენად, ესპანელს კიდევ დამატებითი ტესტები ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ტრავმა გუშინ ვარჯიშის დროს მიიღო.