ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტისა“ და „ფენერბახჩეს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ბრაზილიელი მეკარე თურქულ გრანდს 13–14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
ფეხბურთელმა პირადი პირობებიც შეათანხმა მის აგენტთან და კლუბის დირექტორთან ერთად.
შეგახსენებთ, ტრანსფერის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ გეგმაში ჯანლუიჯი დონარუმა განიხილება.