თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოგებული (3:2) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„რა იყო დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ფაქტორი? ყველაზე კრიტიკული აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ჩვენს ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს. მანამდე უპიატესობა გვქონდა, მაგრამ ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა.
ველოდი თუ არა ვილი სანიოლისგან ოთხმცველიან სქემას? წინა თამაშებიდან გამომდინარე, ზუსტად ამ ტაქტიკისთვის მოვემზადეთ. ამიტომ საქართველოს ნაკრების განლაგებაში ჩვენთვის არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ ყოფილა.
ბოლო ორ წელიწადში ორჯერ ვეთამაშეთ საქართველოს და ორივე მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა სცენარი განსხვავებული იყო. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული გუნდი განვითარდა.
ამიტომ დღევანდელი მატჩი, ევროპის ჩემპიონატის შეხვედრასთან შედარებით, უფრო რთული და დაძაბული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საერთოდ, ყველა შესარჩევი ციკლის სტარტი ყოველთვის რთული და დაძაბულია.
ჩვენი გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ყოველი მატჩის წინ თავიდან ხდება ტაქტიკური სქემის დაგეგმვა. ვნახოთ, რა იქნება. თურქეთის ნაკრებს ჰყავს კარგი მოთამაშეები, ვარსკვლავები და ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, – განაცხადა მონტელამ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ