ლამინ იამალი: "მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“ ლამინ იამალი: "მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“ » Footballnews ლამინ იამალი: "მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“
გათიშვა

ლამინ იამალი: "მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“

ლამინ იამალი: "მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“
2 კვირის წინ
გიორგი არახამია

„ბარსელონას“ 18 წლის სუპერვარსკვლავმა სოციალური ქსელებით გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა. ახალგაზრდა ტალანტი აცხადებს, რომ ტრავმის შემდეგ იგი კვლავ მზადაა გუნდს დაეხმაროს და მოედანზე თავისი საუკეთესო ფორმა აჩვენოს.

„მე დავბრუნდი და მისიაც დაბრუნდა!“ – დაწერა იამალმა.

მოგეხსენებათ, რომ დღეს "ბარსელონას" "პარი სენ - ჟერმენის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე, ტრავმიდან დაბრუნებული იამალი კი ამ მატჩს ასე ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები ლამინმა ინსტაგრამ სთორიში გამოაქვეყნა, რამაც კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

შეგახსენებთ, დღევანდელი მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.



FACEBOOK კომენტარები