საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ტრავმირებულთა სიას დინ ჰაუსენიც დაემატა.
გავრცელებული ინფორმაციით, დინ ჰაუსენმა დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ექიმების შეფასებით, ჰაუსენი 1–2 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რის გამოც მისი მონაწილობა ამ სანაკრებო მატჩებში შეუძლებელია.
ეს დანაკლისი დამატებით განსაზღვრავს გუნდის შემადგენლობას და მწვრთნელის ტაქტიკას საქართველოსთან დაპირისპირებაში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი საქართველოსთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება, მათ ჰაუსენთან ერთად არ ეყოლებათ ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, როდრი და ფაბიან რუისი.