მატვეი საფონოვი დაქორწინდა - ცნობილია ქორწილის დეტალები მატვეი საფონოვი დაქორწინდა - ცნობილია ქორწილის დეტალები » Footballnews მატვეი საფონოვი დაქორწინდა - ცნობილია ქორწილის დეტალები
გათიშვა

მატვეი საფონოვი დაქორწინდა - ცნობილია ქორწილის დეტალები

მატვეი საფონოვი დაქორწინდა - ცნობილია ქორწილის დეტალები
1 საათის და 36 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პსჟ-ს მეკარე მატვეი საფონოვმა, მარინა კონდრატიუკთან ხელი ერთი წლის წინ პარიზში რუსეთის საკონსულოში მოაწერა, გუშინ კი მათ ქორწილი გადაიხადეს.

„ჩვენი მეგობრები და ახლობლები ერთ მაგიდასთან, უფრო სწორად ორ მაგიდასთან შევიკრიბეთ. ყველაფერმა სასურველად ჩაიარა: ემოციები, მღელვარება, ღიმილი, სილამაზე, საჩუქრები. მადლობა ყველას, ვინც ეს მომენტი ჩვენთან გაიზიარა. მოგვიანებით ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, ახლა აეროპორტში გვეჩქარება“, - დაწერა კონდრატიუკმა თავის ტელეგრამ-არხზე.

გასულ სეზონში საფონოვმა პსჟ-ში ყველა ტურნირზე 27 მატჩში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა. 

მატვეის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. ყოფილი მეუღლე მას მუდმივად სასამართლოში უჩივის და ფულს სთხოვს.

FACEBOOK კომენტარები