გიორგი ქოჩორაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „სევილიაში“, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასული ქართველი ნახევარმცველი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე შევიდა და ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
„ატლეტიკომ“ პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – მადრიდელები ალექს ბაენას დუბლითა და ადემოლა ლუკმანის გოლით 3:0-ს იგებდნენ. „სევილიამ“ მიგელ სიერას ზუსტი დარტყმით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.
მარცხის მიუხედავად, გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე „სევილიის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ქომაგებისგან ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა:
გუნდის ქომაგები წერენ:
„ეს ბიჭი ჩვენს საუკეთესო ნახევარმცველებს დაგვავიწყებს, რადგან ბოლომდე იბრძვის და მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს“
„ნახევარდაცვაში იმედი გაჩნდა - მას ჩაჭრაც შეუძლია და შეტევების დაწყებაც"
„შემდეგ თამაშში ძირითადში ველოდები“
„კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ