რამდენიმე დღის წინ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ბურკინა ფასოსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.
7 ოქტომბერს „ალბისელესტეს“ კიდევ ერთი მატჩი ელის და ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო თამაშს ბენინის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბურკინა ფასოსთან შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია და, როგორც გაირკვა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ფული დაეზოგა.
ბურკინა ფასო „ალბისელესტეს“ მოწვევით ჩავიდა და ფინანსირება საკუთარ თავზე სამხრეთ ამერიკელებმა აიღეს, თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
არგენტინამ ბურკინა ფასოს იაფიანი ფრენა შესთავაზა. აფრიკელებმა ვერც მონაწილეობის საფასური და ბილეთების გაყიდვიდან თუ ტელეტრანსლიაციიდან შემოსული თანხის წილი მიიღეს, რამაც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასა და ორგანიზატორებს საშუალება მისცა, მატჩიდან მიღებული მთელი შემოსავალი თავად შეენარჩუნებინათ.
ბურკინა ფასოს ნაკრების წარმომადგენლები ამით უკმაყოფილო დარჩნენ და ზომებს მიმართეს. მათ არგენტინაში 23-წლამდე ნაკრები გაუშვეს, რომლის 13 ფეხბურთელსაც ეროვნულ გუნდში ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული. მათ 11 საათი იფრინეს, არგენტინაში თამაშამდე 5 საათით ადრე ჩავიდნენ, პრაქტიკულად არ დაუსვენიათ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს შეხვდნენ.
„ალბისელესტესთან“ თამაშს პრობლემების გარეშე ვერც ბენინი ხვდება. რომაინ მოლინას ინფორმაციით, მათ ჩვეულებრივი, კომერციული თვითმფრინავით 25 საათი იფრინეს, რომლის დროსაც მათმა ვიდეოანალიტიკოსმა გონება დაკარგა და შეუძლოდ გახდა. სასტუმროში, რომელიც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მათ დაუჯავშნა, ერთ-ერთ სართულზე ცხელი წყალი არაა და სპორტდარბაზში ორად ორი სარბენი ბილიკი დგას.
აქვე გეტყვით, რომ არგენტინისა და ბენინის ნაკრებების მატჩი 7 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ