რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის წინ რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის წინ » Footballnews რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის წინ
გათიშვა

რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის წინ

რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის წინ
1 საათის და 12 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, 5 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ჩრდ. ირლანდიას დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"სამწვრთნელო ცვლილებას ნებისმიერ გუნდში საკმაოდ მტკივნეული პროცესები ახლავს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა საწყის ეტაპს გავდივართ. იდეალურად არაფერი არ არის, მაგრამ ჟინი და მონდომება იგრძნობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ როგორც ჩვენ, ასევე ქართველი გულშემატკივრები გახარებულები ვიყოთ.

"უკვე მეოთხე თამაშია და იგრძნობა დაღლილობის ფონი, მაგრამ მარტო ჩვენ არ ვართ მსგავს სიტუაციაში. კიდევ გვაქვს დრო სასტარტო შემადგენლობის და ფეხბურთელების მდგომარეობის შესაფასებლად. ძირითადი შემადგენლობა თამაშის წინ გახდება ცნობილი.

"რთული პერიოდი ყველა გუნდს ჰქონია და არ ღირს ამ ყველაფრის დრამატიზება, რადგან ისეთი განწყობაა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ეს კი ფეხბურთელებისთვის შეიძლება დამთრგუნველი იყოს.

"არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ისევ ის ბიჭები არიან, რომლებსაც რთული პერიოდი აქვთ და ერთად გამოვალთ ამ რთული პერიოდიდან. ეს უგოლო სერიაც უკავშირდება რთულ პერიოდს და იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება, სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს, რადგან ვუყურებ მათ ყოველდღიურ შრომას და წარმოუდგენელია, არ არსებობს, რომ ამან შედეგი არ მოიტანოს", - თქვა სვანაძემ.

გირჩევთ