რამაზ სვანაძე - პირდაპირ გეტყვით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს რამაზ სვანაძე - პირდაპირ გეტყვით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს » Footballnews რამაზ სვანაძე - პირდაპირ გეტყვით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს
გათიშვა

რამაზ სვანაძე - პირდაპირ გეტყვით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს

რამაზ სვანაძე - პირდაპირ გეტყვით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს
1 საათის და 8 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. რამაზ სვანაძესთვის ეს სულ რაღაც მეორე შეხვედრა იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და პირველი გასვლით შეხვედრაში. რთული მდგომარეობის მიუხედავად, სვანაძე მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ხერხემალს ქმნიან, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ შემადგენლობაში ძირეულ როტაციებს მივმართოთ. ამასთან, უამრავ მოთამაშეს აწუხებდა ტრავმები, რასაც უთამაშებლობაც ემატება.

რთული მდგომარეობის მიუხედავად, მომავალს იმედით უნდა შევხედოთ. ვხედავ ჟურნალისტების სახეებს და მესმის, რადგან მარცხი ყოველთვის რთულად მისაღებია. ნაკრების ჩაბარება ცუდ დროს მომიწია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება. რამაზ სვანაძეს ჯერ არ ჰქონია სამუშაო, სადაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

მიზანია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. 3 დღეში ჩრდილოეთ ირლანდიაში შევხვდებით და დარწმუნებული ვარ, ასეთ ცუდ ხასიათზე აღარ ვიქნებით.

- განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა

ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას სტუმრად მოუგო (0:3), ასე რომ, პირველ ადგილს ჩრდილოეთ ირლანდილები იკავებენ 7 ქულით, მეორესა და მესამეზე უკრაინა და უნგეთია (4-4 ქულით), ხოლო ბოლოადგილოსან საქართველოს 1 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 5 ოქტომბერს ესტუმრება, ამის შემდეგ კი, გამოყოფილი დიდი სანაკრებო ფანჯარა (4-თამაშიანი) დასრულდება.

გირჩევთ