ერთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთმა პუშკაშ არენაზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა.
მატჩი უნგრელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მარცხმა ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა არ შეიძლება მომავალს ოპტიმისტურად არ ვუყუროთ. რთულ დროს მომიწია საქართველოს ნაკრების ჩაბარება, მაგრამ აქ მუშაობა და მწვრთნელობა ძალიან დიდი პატივია.
"რამაზ სვანაძეს თავის ცხოვრებაში არასდროს ჰქონია ისეთი სამუშაო, სადაც მიზნისთვის ვერ მიუღწევია. გარწმუნებთ ყველას, რომ ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ჩადგება თავის კალაპოტში და ვიბრძოლებთ მიზნისთვის, რაც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
"ერთა ლიგის გარდა, კიდევ გვექნება შანსი საკვალიფიკაციო ეტაპზე და კიდევ მომეცემა დრო, რომელიც აუცილებელია ყველა მწვრთნელისთვის, რომ გუნდს თავისი ხელწერა დაატყოს. გვაქვს ბევრი პოზიტიური მომენტი, მაგრამ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, რისთვისაც დრო გვჭირდება.
"მესმის, რომ ეს საქართველოს ნაკრებია, ისიც ვიცი, რომ კრიტიკა იქნება, მაკრიტიკონ, წერონ რაც უნდათ, ჩვენც ვილაპარაკოთ ერთმანეთში, უბრალოდ, კითხვები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ფეხბურთს შეეხება. სამ დღეში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გპირდებით, რომ ასეთ ხასიათზე პრესკონფერენციაზე არავინ ვიქნებით", - თქვა სვანაძემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ