გამოცემა L'Équipe კვარას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა L'Équipe კვარას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს » Footballnews გამოცემა L'Équipe კვარას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
გათიშვა

გამოცემა L'Équipe კვარას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გამოცემა L'Équipe კვარას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
2 საათის და 13 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა შესაძლოა, გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გარემოცვაში შიშობენ, რომ მას მუხლის ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი.

კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც პარიზულმა კლუბმა 4:2 მოიგო. ქართველმა შემტევმა დაზიანება მეტოქის მცველ ხავი ესპარტთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და დაახლოებით მე-60 წუთზე მოედნის დატოვება იძულებით მოუხდა.

L'Équipe-ის ცნობით, მატჩის შემდეგ ჩატარებული პირველადი სამედიცინო გამოკვლევების შედეგები დამაიმედებელი არ აღმოჩნდა. სამშაბათიდან ოთხშაბათის ღამეს ფეხბურთელის ახლო გარემოცვაში გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი.

ამ ეტაპზე საბოლოო დიაგნოზი დადგენილი არ არის. 21 ოქტომბერს ქართველ ფეხბურთელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) უნდა ჩაუტარდეს, რომელიც დაზიანების ზუსტ ხასიათსა და სიმძიმეს განსაზღვრავს.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა საბოლოო გამოკვლევის შედეგებს ელოდება და ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს.

თუ ჯვარედინი იოგის გაწყვეტა დადასტურდება, კვარაცხელიას შესაძლოა, რამდენიმე თვით მოუწიოს მოედნის დატოვება. თუმცა, ამ ეტაპზე ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდი უცნობია.

გირჩევთ