ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ბარსას მატჩს გამოტოვებენ ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ბარსას მატჩს გამოტოვებენ » Footballnews ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ბარსას მატჩს გამოტოვებენ
გათიშვა

ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ბარსას მატჩს გამოტოვებენ

ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ბარსას მატჩს გამოტოვებენ
2 საათის და წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენს „სტრასბურგთან“ მატჩში ნუნუ მენდეშისა და მაგნეს აკლიუშის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. 

პარიზელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს, თუმცა მენდეშმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა, აკლიუში კი მატჩის დასრულების შემდეგ კოჭლობდა.

პსჟ-ს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ელის.

მატჩამდე რამდენიმე დღე რჩება და ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიელი ამ შეხვედრას გამოტოვებს.

გარდა ნუნუსა, აღნიშნულ სუპერ მატჩს კატალონიელთა ორი ფეხბურთელი გამოაკლდება.

საუბარია ჟიულ კუნდესა და ერიკ გარსიაზე, რომლებიც შეხვედრას ტრავმების გამო გამოტოვებენ.

ცნობისთვის, პსჟ-ბარსას დაპირისპირება 20 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.

გირჩევთ