Madrid Universal-ის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან, "რომა" ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნას შეეცდება. როგორც ირკვევა, იტალიური კლუბის ამჟმინდელი თავკაცი, კლაუდიო რანიერი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდში აღმასრულებლის როლზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელებმა 2024/25 წლების სეზონის სტარტიდან დღემდე, არასასურველი შედეგების გამო 3 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალეს. ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" იტალიელი სპეციალისტის კლუბში მოყვანა ფრიდკინის ოჯახის მოთხოვნაა, რომელიც კლუბის 95%-ს ფლობს.
გარდა ანჩელოტისა, "რომას" ახალ თავკაცად აგრეთვე აქტიურად მოიაზრებენ მასიმილიანო ალეგრისა და ვინჩენცო მონტელას, თუმცა ფაქტია, ამ მომენტისთვის, კარლო იტალიური კლუბის მთავარ არჩევანს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, "რომა" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი ისინი ხვალ, 21:00 საათძე, "კომოს" წინააღმდეგ გამართავენ.