გათიშვა

ენდრიკმა შესაძლოა "რეალი" დატოვოს - ცნობილია დაინტერესებული მხარე

ენდრიკმა შესაძლოა "რეალი" დატოვოს - ცნობილია დაინტერესებული მხარე
1 კვირის წინ
მათე ტყეშელაშვილი

Ralevo-ს ინფორმაციით, ბუნდესლიგის კლუბები მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევის, ბრაზილიელი ენდრიკის დამატებით ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში, 18 წლის ფორვარდს მწვრთნელი კარლო ანჩელოტის ხელში სათამაშო დროის პრობლემები აქვს. მან ამ დრომდე "თეთრების" რიგებში მხოლოდ 149 წუთი ითამაშა, რაც კლუბში მის მომავალთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მიუხედავად გერმანული მხარის დაინტერესებისა, მადრიდის "რეალმა" ცხადყო, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებებს მინიმუმ 2025 წლის ივნისამდე არ მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ენდრიკს იანვარში "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება არ მოუწევს.

შესაბამისად, ზაფხულამდე ახალგაზრდა ბრაზილიელი შეეცდება სეზონის მეორე ნახევრის განმავლობაში ესპანურ გრანდში ძირითადი შემადგენლობის ადგილი მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ის სხვა კლუბში ვიხილოთ.

FACEBOOK კომენტარები