გათიშვა

არნოლდი ახალ კონტრაქტზე: "ეს ჩემსა და კლუბს შორის დარჩება"

არნოლდი ახალ კონტრაქტზე: "ეს ჩემსა და კლუბს შორის დარჩება"
2 კვირის და 2 დღის წინ
მათე ტყეშელაშვილი

ბოლო პერიოდში, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის მომავალი "ლივერპულში" დიდი განხილვის საგანი გახდა. ინგლისელი მარჯვენა მცველი 'წითლებში" კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს. მას ამ დრომდე კლუბისგან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთავაზება არ მიუღია.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოების პარალელურად, 26 წლის ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს", სადაც მას საუკეთესო მეგობარი, ჯუდ ბელინგემი, ელოდება.

"უკვე 20 წელია, რაც ამ კლუბში ვარ, კონტრაქტი უკვე რამდენჯერმე გავახანგრძლივე და არცერთი მათგანი გასაჯაროვებულა, შესაბამისად, ჩემი ახალი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაც ჩემსა და "ლივერპულს" შორის დარჩება." განუცხადა ტრენტმა Sky Sports News-ს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ-არნოლდთან ერთად, მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დეიკი არიან ის მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავალი აქვთ ახალი კონტრაქტის პრობლემების გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან, მათ თავისუფლად შეეძლებათ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება.

FACEBOOK კომენტარები