გათიშვა

პაკეტა "ვესტ ჰემს დატოვებს" - ცნობილია ბრაზილიელის მომდევნო კლუბი

პაკეტა "ვესტ ჰემს დატოვებს" - ცნობილია ბრაზილიელის მომდევნო კლუბი
6 დღის წინ
მათე ტყეშელაშვილი

"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ლუკას პაკეტამ, შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი დატოვოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველი მზადაა, მომავალი თვიდან ბავშვობის კლუბ "ფლამენგოს" დაუბრუნდეს. ამასთან, "ჩაქუჩები" ფეხბურთელის გასაშვებად მზად არიან და შესაძლოა, ეს ყველაფერი ინგლისურმა კლუბმა "ბოტაფოგოს" გამორჩეული ფეხბურთელის, იგორ ჟესუსის ტრანსფერშიც გამოიყენონ.

ცნობისთის, 27 წლის ნახევარმცველს 2024/25 წლების სეზონის დასაწყისში აქტიურად უკავშირებდნენ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას, თუმცა, მხარეთა შორის შეთანხმება და შესაბამისად ტრანსფერიც ვერ შედგა.

პაკეტა "ვესტ ჰემის" რიგებში 2022 წლიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში, მის ანგარიშზე 101 ჩატარებულ მატჩში 15 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა. transfermarkt-ის მონაცემებით კი, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგებს.

FACEBOOK კომენტარები