Caught Offside-ის ინფორმაციით, "ლიდს იუნაიტედი" 2025 წლისთვის "ლივერპულის" მეკარის, კაომინ კელეჰერის დამატებით დაინტერესდა.
ალისონის ტრავმის ფონზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კელეჰერი არნე სლოტის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. თუმცა, ბოლო დროს მან არაერთი შეცდომა დაუშვა, რის გამოც, ფრანგი მეკარის მომავალი "წითლებში" სერიოზული განხილვის საგანი გახდა.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ 25 წლის კარის მცველმა, რამდენიმე თვის წინ კომენტარი გააკეთა პრემიერ ლიგის კლუბის დატოების შესახებ, რისი ერთ-ერთ მიზეზქექც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დასახელდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ირლანდიელი მეკარე შესაძლოა სულ მალე ინგლისის მეორე ჩემპიონატში მოღვაწე "ლიდსის" რიგებში ვიხილოთ.