საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას გემო უკვე გაუგო, შემდეგი სამიზნე კი მსოფლიოს ჩემპიონატია. უახლოესი მუნდიალი 2026 წელს გაიმართება, მას კი აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ორი გზა რომ არსებობს, ამის შესახებ უკვე მოგვახსენეს. ერთი შესარჩევი ციკლი იქნება, მეორე კი ერთა ლიგა. შესარჩევი ციკლის ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები მუნდიალზე პირდაპირ კვალიფიცირდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში გადაინაცვლებენ. 12 მეორეადგილოსანს პლეი ოფში ერთა ლიგაზე საუკეთესო შედეგის დამფიქსირებელი 4 ნაკრები დაემატება (ცხადია, ის ნაკრებები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთი ჯგუფებში ვერც პირველი და ვერც მეორე პოზიცია ვერ დაიკავეს).
ფლეი ოფის მონაწილე 16 გუნდი 4-4-ად დაიყოფა. ოთხეულები ერთმანეთში ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს გაითამაშებენ, ოთხეულების გამარჯვებულები კი უკვე საბოლოო ბრძოლაში დაუპირისპირდებიან, რომელიც კვლავ 2 ნახევარფინალისა და ფინალის ფორმატით შედგება.
მართალია, ქართველი ქომაგების მთავარი იმედი ერთა ლიგას უფრო ემყარება, მაგრამ სუპერკომპიუტერის ბოლო პროგნოზით, "ჯვაროსნები" პლეი ოფში გასვლას შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებითაც მოახერხებენ.
სამწუხაროდ, ალგორითმს თუ დავუჯერებთ, მუნდიალზე ჩვენი ოცნება აქ დასრულდება. პლეი ოფში ქართველებს იტალიის ნაკრებთან მარცხს უწინასწარმეტყველებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფშია მოხვედრილი. იქ ვილი სანიოლის შეგირდები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდებიან. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჯგუფებში გუნდებს 2024 წლის დეკემბერში გასამართი კენჭისყრით გადაანაწილებენ. შესარჩევის მატჩები 2025 წლის მარტში აიღებს სტარტს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
