4 სექტემბერს, თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქეთის მატჩი შედგება.
აღნიშნულ თამაშამდე გუნდებს ბუქმეიქერებმა უკვე თავიანთი კოეფიციენტი განუსაზღვრეს.
როგორც ვარაუდობენ, ეს თამაში სტუმართა უპირტესობით წარიმართება, რომლებსაც გამარჯვების 2.05 კოეფიციენტი აქვთ მინიჭებული.
რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, საქართველო აღნიშნულ თამაშზე ფავორიტად არ მიიჩნევა, რის გამოც 3.70 კოეფიციენტი ერგო.
ცნობისთვის, ეს თამაში "დინამო არენაზე" ჩვენი დროით 20:00 საათზე შედგება.