თორნიკე კვარაცხელია ერევანში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს თორნიკე კვარაცხელია ერევანში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს » Footballnews თორნიკე კვარაცხელია ერევანში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
გათიშვა

თორნიკე კვარაცხელია ერევანში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

თორნიკე კვარაცხელია ერევანში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
4 საათის და 58 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა; ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის ფორმაციის 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფა-ს განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.

8 მაისი | ლატვია 1:1 [2:4] საქართველო

10 მაისი | სომხეთი 2:2 [5:3] საქართველო

12 მაისი | უზბეკეთი 0:3 საქართველო

დღევანდელ შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.

ერევნის განვითარების თასზე, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე კვარაცხელია გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 4 გოლით - ნიკოლოზ დუნდუა.

ტურნირის თასი კი, ჩვენი ასაკობრივის კაპიტანს - ანდრია ფოცხვერიას, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ