ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის პირველი ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს.
პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა პოლონეთი 2:1 დააამრცხა.
ხოლო მეორე მატჩი საფრანგეთთა საკმაოდ დრამატული გამოდგა და, მიუხედავათ შემოტრიალებული მატჩისა, ჩვენი გუნდი მაინც დაარცხდა - 3:2.
თუმცა ამ ყველაფერში გამოვლინდა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი და ყველა ხვდება, რომ ბოლო ტურში საქართველო მომდევნო ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.
ამისთვის კი მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.
ბოლო ტურში პორტუგალიას ვეთამაშებით, რომელსაც 4 ქულა აქვს და ამ ეტაპზე ჯგუფი პირველადგილოსანია.
ჩვენ 3 ქულით მესამე პოზიციას ვიკავებთ, შუაში საფრანგეთია 4 ქულით, რომლის პოლონეთთან ბოლო მატჩი ჩვენ არანაირ სარგებელს ან ზიანს არ მოგვცემს.
შესაბამისად, თუ რამაზ სვანაძის გუნდი ბოლო ტურში პორტუგალიას დაამარცხებს საქართველო ჯგუფიდან გავა.
ჩვენს ბიჭებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ, ფრისა და მარცხის შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშებით.
ცნობისთვის, საქართველო - პორტუგალიისა და საფრანგეთი - პოლონეთის შეხვედრები 17 ივნისს 23:00 საათზე გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ სვანაძის გუნდმა წინა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 21-წლამდე გუნდი დაამარცხა.
ასევე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია დაამარცხა, რითიც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
