როგორც მოგეხსენებათ, FA თასის მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტიმ ლივერპული ანგარიშით 4:0 გაანადგურა
ამ მატჩის შემდეგ წითლების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა მედიასთან საკუთარი თავი და თანაგუნდელები გააკრიტიკა:
"ამ შედეგის მიღება ძალიან რთულია და მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. პასუხისმგებლობა მთლიანად ფეხბურთელებს გვეკისრება, რადგან მოედანზე ჩვენ გავდივართ.
ამ რთულ დროს ერთად უნდა ვიყოთ. დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ საშინელი მეორე ტაიმის მიუხედავად, ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდამდე ბევრი პრობლემები არ გვქონდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარცხი თავიდან რაც შეიძლება მალე ამოვიგდოთ. რეალობა ისაა, რომ კვირის შუაში საკმაოდ "მშიერ" პსჟ-ის ვეთამაშებით და მათთან დაპირისპირების შუალედში "ფულჰემთან" არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.
ძალიან რთულ პერიოდს გავთივართ. მესმის გულშემატკივრების, რომლებმაც "სიტისთან" 0:4 მატჩისას გვისტვინეს. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ისინი სტადიონზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, მაგრამ როდესაც ასეთი ანგარიშით აგებ და მსგავსი მეორე ნახევარი გაქვს, ფანების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს", - განაცხადა ნიდერლანდელმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ-სთან პირველი დაპირისპირება 8 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ