ზუსტად ის იყიდეს ვინც სჭირდებოდათ! - პარი სენ-ჟერმენი სუპერ ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს ზუსტად ის იყიდეს ვინც სჭირდებოდათ! - პარი სენ-ჟერმენი სუპერ ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს » Footballnews ზუსტად ის იყიდეს ვინც სჭირდებოდათ! - პარი სენ-ჟერმენი სუპერ ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს
გათიშვა

ზუსტად ის იყიდეს ვინც სჭირდებოდათ! - პარი სენ-ჟერმენი სუპერ ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს

ზუსტად ის იყიდეს ვინც სჭირდებოდათ! - პარი სენ-ჟერმენი სუპერ ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს
7 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

22 წლის უკრაინელმა მცველმა ილია ზაბარნიმ „პარი სენ-ჟერმენს“ უკვე დაუდასტურა სურვილი პარიზში გადასვლის შესახებ. მან „ბორნმუთს“ პირდაპირ აცნობა, რომ პსჟ მისი პრიორიტეტია, მიუხედავად „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესისა.

ტრანსფერის დასრულებას მხოლოდ დეტალები აშორებს – 60 მილიონი ევრო + ბონუსები და გარიგება საბოლოოდ დაიხურება.

L'equipe-ს ინფორმაციით, უკრაინელის პარიზულ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

ასევე ცნობილია, რომ "ბორნმუთმა" ილიას შემცვლელი უკვე იპოვნა. მათ ბაფოდე დიაკიტეს ტრანსფერი თითქმის დახურეს.

ზაბარნი სრულად ერგება პსჟ-ს ახალ სტრატეგიას: ახალგაზრდა, გამოცდილი და პრემიერლიგაში გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც უკრაინის ნაკრებში უკვე 47 მატჩი აქვს ჩატარებული.

კლუბში დიდი ოპტიმიზმია – ზაბარნის დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუნდის მომავლისთვის.

FACEBOOK კომენტარები