როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს 23:00 საათზე კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.
ყველასათვის ცნობილია, რომ ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა ვარსკვლავი ტრავმების გამო გამოტოვებენ.
დაპირისპირებამდე 1 დღით ადრე კლუბებმა პრესკონფერენციები გამართეს.
გთავაზობთ ლუის ენრიკეს კომენტარს:
"შემიძლია ვთქვა, რომ ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. როდესაც თამაშობს ორი გუნდი, რომლებიც შეტევაზე აკეთებენ აქცენტს და ბურთის ფლობა სურთ, ლამაზი თამაში გამოდის. კარგად ვიცნობ პედრის და ის წარმოუდგენელი მოთამაშეა. მომწონს ბარსას თამაშის ყურება, განსაკუთრებით კი ისეთი ფეხბურთელის, როგორიც პედრია. ჩვენთვის საინტერესო და ამაღელვებელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც იგივე მენტალიტეტით თამაშობს. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ორივე გუნდი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ბურთის ფლობა იქნება.
მწვრთნელები პასუხისმგებელნი არიან, როდესაც აგებენ. უბრალოდ უნდა შეხედოთ მწვრთნელთა ცვლილებებს. მაგრამ როდესაც ვიგებთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა. გამიმართლა, რომ ძალიან კარგი მოთამაშეები მყავს. თუ არის ერთი მწვრთნელი, რომელსაც წუწუნი არ უყვარს, ეს მე ვარ.
დღევანდელ ვარჯიშს უნდა დაველოდოთ. არ ვიცი, ვინ ითამაშებს. ფეხბურთელებთან დაკავშირებით გარისკვა არ მოგვწონს. გადაწყვეტილებას თვითონ ფეხბურთელები მიიღებენ, თუ როგორ იგრძნობენ თავს. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ვარჯიშს ჩავატარებთ და ხვალ რომ გავიღვიძებთ, ვნახავთ, როგორ იგრძნობენ თავს ფეხბურთელები. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებმაც შეიძლება ითამაშონ ან არ ითამაშონ, მაგრამ ვნახოთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ