პარის სენ-ჟერმენმა ბარსას ვარსკვლავის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა პარის სენ-ჟერმენმა ბარსას ვარსკვლავის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა » Footballnews პარის სენ-ჟერმენმა ბარსას ვარსკვლავის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა
გათიშვა

პარის სენ-ჟერმენმა ბარსას ვარსკვლავის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა

პარის სენ-ჟერმენმა ბარსას ვარსკვლავის ყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა
1 საათის და 43 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარი სენ-ჟერმენი 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და კატალონიის „ბარსელონას“ მცველის, ერიკ გარსიას დამატებას უმიზნებს. 

Le Parisien-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი პარიზული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტია.

წყაროს ცნობით, პსჟ 25 წლის მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტის გადახდას განიხილავს. 

ლუის ენრიკე გარსიას მრავალმხრივი შესაძლებლობებით არის დაინტერესებული — მას როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ გარსიას „ბარსელონიასთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. ამ ეტაპზე ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება ან კლუბებს შორის მოლაპარაკებები დადასტურებული არ არის.


გირჩევთ