ლა ლიგის 36-ე ტურში "ვალენსია" "ალავესთან" ანგარიშით 1:0 დამარცხდა. გოლი უსამართლოდ დანიშნულ პენალტს მოყვა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა "აიკიდა".
მატჩის მთავარმა არბიტრბმა, ხესუს ხილ მანსანომ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, თუმცა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მიუხედავად ამისა, მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და რომ არა მსაჯის შეცდომა, კარს მშრალადაც შეინახავდა.
ამ მომენტს ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
კატალონიური "სპორტი“: მენდისოროსამ (ალავესის სტადიონი) და ხილ მანსანომ „ღამურების“ ევროპული ოცნება დაასამარეს. VAR-მა მთელი თავისი ნდობის მანდატი ამოწურა. ამჯერად ცუდი მსაჯობის გამო ქულა ვალენსიამ დაკარგა. ეტყობა, მანსანოს მოსწყინდა მეორე ტაიმში გუნდების უფერული თამაშის ყურება და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. უნდოდათ ის დაცინვისგან გადაერჩინათ და ეპიზოდის გადამოწმება ურჩიეს, მაგრამ როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა მატჩის მთავარი გმირი გამხდარიყო“.
Superdeporte: "ეს რეციდივისტი მანსანოს ძარცვა გახლდათ. პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი შეცდომების შედეგად „ვალენსია“ ზარალდება. ასეთ შემთხვევებს ადრეც ჰქონდა ადგილი“.
Eldesmarque: "მამარდაშვილს გამოსვლაზე წესები არ დაურღვევია. VAR-მა მანსანოს მომენტის გადამოწმება ურჩია, ის ეკრანთან მივიდა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა - თავისი ვირიდან არ ჩამოვიდა“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ