ინგლისურ მედიაში იწერება, რომ „ლესტერ სიტი“ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას განიხილავს და ის ბილალ ელ ჰანუსის შესაძლო შემცვლელად მიიჩნევა – ინფორმაციას Footballleagueworld ავრცელებს.
„ლესტერმა“ პრემიერლიგა დატოვა და მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში დაიწყებს. გუნდში ცვლილებები მოსალოდნელია – მედიაში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბს დატოვებს, მათ შორის ბილალ ელ ჰანუსი, რომელიც გასულ სეზონში ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ჰანუსის წასვლის შემთხვევაში, ჩაკვეტაძე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მის პოზიციაზე. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი „უოტფორდში“ ჩაატარა და თავი სტაბილური თამაშითა და შედეგიანობით გამოიჩინა. 10-იანის პოზიციაზე ის ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივაა და მისი დამატება „ლესტერისთვის“ ძალზე პერსპექტიულ გადაწყვეტილებად ფასდება.
ჩაკვეტაძე გასულ სეზონში „უოტფორდის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო – ტრავმამდე, რომელიც სეზონის ბოლოს მიიღო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ბრიტანული გამოცემების შეფასებით, მისი არყოფნა გუნდს ძვირად დაუჯდა. ქართველი შემტევი სისწრაფითა და ტექნიკით ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. Footballleagueworld-ის ცნობით, მისით დაინტერესება პრემიერ ლიგის კლუბმა „ვულვერჰემპტონმაც“ გამოხატა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
