ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება.
ქართველი გულშემატკივრისთვის წლევანდელი გადამწყვეტი მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან, მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს U21-ის ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ის რომ დიდი ფეხბურთელი და ტოპ-ვარსკვლავი იყო, აქამდეც ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ ჩემთვის ძალიან თვალშისაცემი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გახდა მრავალმხრივი მოთამაშე, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში.
მე პირადად მსოფლიოში არ მახსენდება არც ერთი ვინგერი, რომელიც თავდაცვითი ოპერაციების დროს ისე თამაშობდეს, როგორც ამას კვარა აკეთებს. ვფიქრობ, მისი პროგრესი მთლიანად მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.
მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ახსენა ასეთი რამ, რომ ლუის ენრიკემ გასაგებად უთხრა, რომ "პსჟ-ში“ ჰყავს ძალიან ბევრი მაღალი კლასის შემტევები, მაგრამ დაცვით ფაზაში რომ მის დავალებებს ასრულებდნენ, ასეთები თითზე ჩამოსათვლელი არიან. ხვიჩამ კი გუნდს სწორედ ეს შესძინა და მართლაც საუკეთესოდ გამოიყურება", - განაცხადა რამაზ სვანაძემ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
