მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური ვალენსია გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით ინტერესდება.
როგორც დაიწერა, ვოტფორდის ქართველ ნახევარმცველსაც სურს ღამურებში თამაში.
ჩაკვეტაძის დამატებით ასევე პრემიერ ლიგიდან ინტერესდებიან, თუმცა ბოლო დროს ცნობებმა იკლო.
ცნობისთვის, ამჟამად გიორგი ვოტფორდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.