"ვილიარეალში" შიში გაიზარდა - რა ინფორმაცია გავრცელდა გიორგი მიქაუტაძეზე "ვილიარეალში" შიში გაიზარდა - რა ინფორმაცია გავრცელდა გიორგი მიქაუტაძეზე » Footballnews "ვილიარეალში" შიში გაიზარდა - რა ინფორმაცია გავრცელდა გიორგი მიქაუტაძეზე
გათიშვა

"ვილიარეალში" შიში გაიზარდა - რა ინფორმაცია გავრცელდა გიორგი მიქაუტაძეზე

"ვილიარეალში" შიში გაიზარდა - რა ინფორმაცია გავრცელდა გიორგი მიქაუტაძეზე
2 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი არახამია

„ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.

ქართველი თავდამსხმელი გუშინდელ ვარჯიშს ვერ დაესწრო, რის შემდეგაც ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში, „მალიორკასთან“ შეხვედრა მის გარეშე ჩაივლის.

მიქაუტაძემ ტრავმა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მიღო, რამაც სანაკრებო პაუზაზე თამაშის შესაძლებლობაც მოაკლო.

გუნდში დაბრუნების შემდეგ იგი მხოლოდ ერთ სესიაზე ჩაერთო, თუმცა ჟურნალისტების თქმით, მოთამაშე სრულ კონდიციამდე ჯერ ვერ მივიდა და კლუბი რისკზე წასვლას ერიდება.

არსებობს ვერსია, რომ მარსელინო უბრალოდ ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად აძლევს მიქაუტაძეს დამატებით დასვენებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ დღევანდელ ვარჯიშზე გამოცხადდება – ითამაშებს თუ არა ქართველი „მალიორკასთან“.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 12 მატჩში 5 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის დაგროვება მოახერხა.

"ვილიარეალი" 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ უმასპინძლებს, ხოლო სამი დღით შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვანძო თამაშში „დორტმუნდს“ შეხვდება.

FACEBOOK კომენტარები