2025 წელი საქართველოს ნაკრებისთვის დასრულდა.
10 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი - წელი ასეთი სტატისტიკით დასრულდა.
ვილი სანიოლის გუნდი ზღაპრული 2024 წლის შემდეგ აშკარად ჩავარდა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.
ამ ყველაფერში ბრალი ყველას ერთად მიგვიძღვის - ფეხბურთელები, მწვრთნელი, გულშემატკივრები, მედია, ხალხი...
თუმცა ამ შემთხვევაში სანიოლის მიერ ნოემბერში დაშვებული შეცდომები განვიხილოთ:
1. ნარიმანიძის გამოძახება - ნოემბერის სანაკრებო მატჩებში ვილიმ 21-წლამდელთა გუნდიდან ალექსანდრე ნარიმანიძეს უხმო, რომელიც რამაზ სვანაძისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ფრანგმა თქვა, რომ 21-წლამდე ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები გასაგებია, თუმცა ნარიმანიძის ხილვა საქმეში სურდა. ამის ფონზე კი 19 წლის მცველმა 0 სათამაშო წუთ მიიღო. არავინ ამბობ, რომ ალექსანდრეს სასტარტოში უნდა ეთამაშა თუმცა მისი 21-წლამდე გუნდისთვის წარმთევა, რომლები საბერძნეთთან და გერმანიასთან დამაცხდნენ, არასწორი სვლა იყო. თუ ფეხბურთელი საჭიროა, მაშინ ის უნდა ათამაშო კიდეც.
2. მარცხენა მცველი არ ყოლა (ირაკლი აზაროვის არ გამოძახება) - ვილიმ სანაკრებო სიაში მხოლოდ თავდაპირველად მხოლოდ 5 მცველი შეიყვანა, შემდეგ საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო გუნს გამოაკლდა და ნაკრებს ილია ბერიაშვილი დაემატა, მაინც 5 მცველი, საიდანაც 4 ცენტრალური იყო, განაპირა კი მხოლოდ 1. კვლავ უნდობლობა ირაკლი აზაროვს, რომლისნაირი ტექნიკაც ნაკრებში ბევრს არ აქვს. ვილი განაპირა მცველების პოზიციაზე მამუჩაშვილი და წიტაიშვილი გამოიყენა, რაც, რა საკვირველია, მათთვის რთული გამოცდაა. აზაროვის გამოძახების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 4 მცველი მეურვეობის დროს დახმარება სჭირდება, რა დროსაც, არაერთხელ გვინახავს, თუ როგორი პროდუქტიულია ირაკლი.
3. ახალგაზრდების უთამაშებლობა - ლომინაძე, კვერნაძე, აბუაშვილი, გულიაშვილი, ნონიკაშვილი, ნარიმანიძე. ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვაია, რომელთაც გასულ სანაკრებო მატჩებში ცოტა სათამაშო დრო, ან საერთოდაც არ მიეცათ. ექვსივე მათგანი 1 წლის წინ 21-წლამდელთა გუნდის წევრი იყო და თუ ვილი ამბობს იმას, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო მაშინ სკამზე რატომ რჩება ამდენი ახალგაზრდა მოთამაშე? და ამის ფონზე პირველივე ტაიმში გამოდის გიორგი ქვილითაია, რომელიც თავდაპირველ სანაკრებო სიაში არც იყო შეყვანილი და რომ არა გიორგი მიქაუტაძის ტრავმა, არც გამოიძახებდნენ.
ფრანგ სპეციალისტს ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და მადლობა, თუმცა ოდესღაც ადამიანები საკუთარ თავს წურავენ და ოდესღაც ყველაფერ კარგს აქვს დასასრული...
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
