გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გულშემატკივართან მივედით და ცდილობდნენ ჩვენს გამხნევებას, თავიდან თავს ვიკავებდი რადგან ხშირად ეს სიტყვები ბოროტული ხდება, რადგან ცხელ გულზე ყველას გვერთმევა სწორად საუბრის უნარი, მაგრამ…
ლუკამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. ის მარტოდმარტო იდგა და... ტიროდა
ისეთი ემოციით, როგორიც მხოლოდ ბავშვის სისუფთავეს აქვს. გამახსენდა ჩემი ბავშვობა - როგორ მტკიოდა თითოეული წაგება, უსამართლობა, უსუსურობა. ხანდახან ტირილამდეც მივდიოდი...
ამიტომ მივედი,მეკითხა რა იყო ამ ცრემლების მიზეზი.
და მისმა პასუხმა გული ჩამიწყვიტა, თან მესიამოვნა. მოველოდი, რომ იტყოდა:
,,თქვენ წააგეთ და მეწყინა, ამიტომაც ვტირი''
მაგრამ ლუკამ მითხრა: “იმიტომ ვტირი რომ ასე ახლოს დგახართ... და მიხარია, რომ თქვენ გხედავთ."
ეს სიტყვები გულზე
მომხვდა, იქვე ერთ რამეს მიხვდი, ფეხბურთი მხოლოდ შედეგი არ არის.
ზოგჯერ ბავშვები მოდიან მოედანზე არა იმისთვის, რომ მოვიგოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით იგრძნონ თავი, შეგვხედონ, ჩვენით იამაყონ, მოგვენდონ, ჩაგვეხუტონ.
იმ ღამით ლუკამ მასწავლა ყველაზე
მნიშვნელოვანი რამ: ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ჩვენთვის არ არის - ჩვენ ვატარებთ ბავშვების ოცნებებს.
წაგება? ბორკილი არაა.
გამარჯვება? ერთადერთი მიზანი არაა.
მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რო მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს.
მადლობა ლუკა.
მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ.
თქვენი ცრემლები და თქვენი ღიმილი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი შედეგი.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ერთად", - წერს ქოჩორაშვილი
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
