"როდის დაბრუნდება ალისონი და რამდენ ხანს ითამაშებს გიორგი?" - არნე სლოტის პასუხი "როდის დაბრუნდება ალისონი და რამდენ ხანს ითამაშებს გიორგი?" - არნე სლოტის პასუხი » Footballnews "როდის დაბრუნდება ალისონი და რამდენ ხანს ითამაშებს გიორგი?" - არნე სლოტის პასუხი
გათიშვა

"როდის დაბრუნდება ალისონი და რამდენ ხანს ითამაშებს გიორგი?" - არნე სლოტის პასუხი

"როდის დაბრუნდება ალისონი და რამდენ ხანს ითამაშებს გიორგი?" - არნე სლოტის პასუხი
2 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

დღეს, 10 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლივერპული გალათასარაის ესტუმრება.

როგორც მოგეხსენებათ, ამ მატჩში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს., რადგან ალისონ ბეკერი ტრავმირებულია.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

"ალი სავარჯიშო სესიაზე იყო, რაც ბევრს უნდა დაენახა დაინახა. თუმცა, სამწუხაროდ, ვარჯიშის დასასრულს მან რაღაც დისკომფორტი იგრძნო. ექიმებმა გასინჯეს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხვალ სათამაშოდ ის მზად არ იქნებოდა, ამიტომ მგზავრობას აზრი არ ჰქონდა.

დაბრუნდება თუ არა ბრაზილიელი მეკარე კვირას „ტოტენჰემთან“ მატჩისთვის? ამის შანსი ნამდვილად არსებობს. არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე სერიოზულია, თუმცა ხვალინდელი თამაშისთვის ნამდვილად არ იყო“, - თქვა სლოტმა.

FACEBOOK კომენტარები