საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ალბანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. "ჯვაროსნებსაც" და "არწივებსაც" პირველ ტურში მოგებული აქვთ, ამიტომ ეს შეხვედრა ჯგუფის ფავორიტების ჯახადაც უნდა შევრაცხოთ.
ცხადია, ყველას აინტერესებს, თუ რა თერთმეტეულს გამოიყვანს ვილი სანიოლი აღნიშნულ შეხვედრაში. თუ უძველეს საფეხბურთო ლოგიკას გავყვებით, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან, ტირანაში ასეთი XI უნდა ვნახოთ.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
დაცვა: გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი
ნახევარდაცვა: ოთარ კაკაბაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
ამას გვაფიქრებინებს ისიც, რომ ჩეხეთთან მატჩში კაკაბაძე, მიქაუტაძე, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე სანიოლმა მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა, რათა მათი ენერგია მომდევნო შეხვედრისთვისაც შემოენახა.
ვფიქრობ, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეიძლება დიდად მოულოდნელი არ იყოს, მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე ლოჩოშვილის ირაკლი აზაროვით ჩანაცვლებაა, ისევ და ისევ მეტოქის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა "კრემონეზეს" მცველმა ჩეხეთთან იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისი სათადარიგოთა სკამზე გადასმა მაინც გაჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ალბანურ-ქართული ჯახი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
