თანხა, რომლის გადახდას გიორგი კვერნაძეში მოუწევთ თანხა, რომლის გადახდას გიორგი კვერნაძეში მოუწევთ » Footballnews თანხა, რომლის გადახდას გიორგი კვერნაძეში მოუწევთ
გათიშვა

თანხა, რომლის გადახდას გიორგი კვერნაძეში მოუწევთ

თანხა, რომლის გადახდას გიორგი კვერნაძეში მოუწევთ
1 საათის და 28 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ნაკრებისა და „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის გადაბირებით ინგლისის პრემიერლიგის „ევერტონიც“ დაინტერესდა - ინფორმაციას ReadEverton-ი ავრცელებს.

"ევერტონი“ „ფროზინონეს“ გარემარბის, გიორგი კვერნაძის ხელში ჩასაგდებად გამართულ ბრძოლას შეუერთდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს, რომელსაც „ნაპოლის“ ყოფილ მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 

"გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენით „რომა“ და „ნაპოლიც“ არიან დაინტერესებული“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ლორენცო კანიკიო სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფროზინონესთან“ მოქმედ კონტრაქტში, კვერნაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო წერია.




გირჩევთ