ბარსელონამ ვარსკვლავური ტრანსფერი დაგეგმა - დაცვას ეშველება ბარსელონამ ვარსკვლავური ტრანსფერი დაგეგმა - დაცვას ეშველება » Footballnews ბარსელონამ ვარსკვლავური ტრანსფერი დაგეგმა - დაცვას ეშველება
გათიშვა

ბარსელონამ ვარსკვლავური ტრანსფერი დაგეგმა - დაცვას ეშველება

ბარსელონამ ვარსკვლავური ტრანსფერი დაგეგმა - დაცვას ეშველება
6 საათის და 31 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური კლუბი იანვარში, შესაძლოა, ორი მცველით გაძლიერდეს.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ მთავარი პრიორიტეტი გამოცდილი ცენტრალური მცველის შეძენაა, თუმცა კლუბი განაპირა მცველის დამატებასაც არ გამორიცხავს, თუ სატრანსფერო ბაზარზე ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოჩნდება.

კატალონიელებისთვის განაპირა მცველის პოზიციაზე სასურველი კანდიდატი ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი პედრო პოროა. თუმცა ესპანელი მცველის იანვარში ტრანსფერი რთულად განსახორციელებლად მიიჩნევა, რადგან მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. შესაბამისად, მისი შეძენა უფრო რეალისტური ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იქნება.

„ბარსელონაში“ დაცვის გაძლიერების აუცილებლობა ფეხბურთელების ტრავმებმა და ბოლო პერიოდში დაფიქსირებულმა შედეგებმა განაპირობა. ერიკ გარსიას, ანდრეას კრისტენსენისა და ჟიულ კუნდეს ტრავმების გამო ჰანსი ფლიკს დაცვის ცენტრში არჩევანი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.



გირჩევთ