„ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე კარიერაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის. 26 წლის ფეხბურთელმა საკუთარ ამბიციებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ მხრიდან ინტერესიც მისთვის სასიამოვნოა.
„ახლახან 26 წლის გავხდი, თუმცა ვფიქრობ, უკვე მზად ვარ დიდ კლუბში გადასასვლელად. ამისთვის ყველაფერი მაქვს და ყოველ ჯერზე ვცდილობ, ეს მოედანზე დავამტკიცო. შესაძლოა, უბრალოდ ცოტა მეტი დრო მჭირდება“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
მიქაუტაძემ კატალონიური გრანდის ინტერესზეც ისაუბრა:
„ბარსელონას ინტერესი? დიახ, ეს ძალიან სასიამოვნოა და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩემი შრომა შედეგს იძლევა.
ბავშვობაში, ჩავის, ინიესტასა და ბუსკეტსის ეპოქაში, ასევე მესის, სუარესისა და ნეიმარის ტრიოს დროს, „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვიყავი. თუმცა ამ საკითხზე ბევრი არ მიფიქრია“.
შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ მიქაუტაძის დამატების შესაძლებლობას ზაფხულშიც განიხილავდა, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე უცნობია, განაახლებს თუ არა კატალონიური კლუბი ქართველის მიმართ ინტერესს
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ