როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სადებიუტო სეზონით "ნაპოლიში" ყველა გააოცა და არაერთი საფეხბურთო ექსპერტი აალაპარაკა.
გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა გასულ წელს აწ უკვე გარდაცვლილი ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვასილი უტკინი ქართველ შემტევზე.
"ხვიჩამ ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ დაამტკიცა. პირველი ის, რომ რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ აჩვენებ და მაშინვე გახდე მსოფლიო ვარსკვლავი.
"მეორე კი მსოფლიო ვარსკვლავიც კი შესაძლოა ადვილად დაიკარგოს რუსეთის ჩემპიონატში და განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენოს", - ამბობდა უტკინი.